ახალი წიგნების გამოცემით საქართველო მეხუთე ადგილზეა
ბრიტანულმა კომპანია "ეკონომისტმა" იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2013 წელს ყველაზე მეტი ახალი გამოცემა დაბეჭდა. კომპანიის ინფორმაციით, საქართველო ნომენკლატურაში მე-5 ადგილს იკავებს. ხუთეულის ლიდერი ბრიტანეთია, სადაც 1 547 გამოცემა დაიბეჭდა, მეორე ადგილს სლოვენია იკავებს 1 831 გამოცემით , ამავე რაოდენობის გამოცემით მესამე ადგილი ტაივანს ერგო. მეოთხეზე ესპანეთი გავიდა 1 626 ახალი გამოცემით. ხოლო მე-5 ადგილზე საქართველო გავიდა 1 547 გამოცემით. ჩამონათვალში ჩინეთი და ამერიკა მე-12 და მე-15 ადგილებს ინაწილებენ. როგორც "ეკონომისტი" განმარტავს, საქართველოშე ბეჭდვითი სექტორი აქტიურად მუშაობს. ითარგმნება მსოფლიოს საუკეთესო ბესტსელერები, რაც საზოგადოებას აძლევს საშუალებას ახალი ავტორების ნაწარმოებებს გაეცნონ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















