|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის ბიუჯეტში 50 000 ლარი ჩარიცხა"

ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის ბიუჯეტში 50 000 ლარი ჩარიცხა - ამის შესახებ ქუთაისის მერმა  გიორგი ჭიღვარიამ "ნიუპრესის" კითხვის პასუხად განაცხადა.

მერის ინფორმაციით, დარჩენილი თანხის ნაწილი ეტაპობრივად ჩაირიცხება. რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გაკეთებულ განმარტებას, ჭიღვარია აცხადებს, რომ ჯერ "ტორპედოს" პრეზიდენტს უნდა შეხვდეს და ამის შემდეგ გადაწყდება საკითხი.

"თანხის ნაწილი, 50 000 ლარი დაფარა, ნაწილს ველოდებით. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა ზაალ ჩაჩავასთან, სადაც გავიგებთ, რა იგეგმება და რა მიმართულებით მივდივართ. ჯერ ვერ ვისაუბრებთ,  ხელშეკრულება შეწყდება თუ არა. შეხვედრაზე გვეცოდინება,  აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას. დარღვევებზე ერიცხებათ ჯარიმები და კანონშესაბამოსად ვმოქმედებთ"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო"  2017 წელს 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე" გაიყიდა. კლუბის მეპატერონე ზაალ ჩაჩავა გახდა, როგორც წელს გახდა ცნობილი მან ქუთაისის ბიუჯეტში აღნიშნული თანხის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადაიხადა, რის შემდეგაც დარიცხული ჯარიმების თანხლებით მისი დავალიანება კვლავ 300 ათას ლარს შეადგენდა. ამის შესახენ გასულ თვეში ქალაქის მერმა თავად განაცხადა. ჩაჩავამ თავისი ვალდებულებელი არც ფეხბურთელებთან შეასრულა. ფინანსური პრობლემების გამო გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. ტორპედო ევროპა ლიგის თამაშებს გამოეთიშა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა