ზაალ ხონელიძემ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას სასამართლო პროცესი მოუგო
სააპელაციო სასამართლომ ზაალ ხონელიძის საჩივარი დააკმაყოფილა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას მისი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის ბაგა-ბაღბის პირველი ფილიალის გამგე ზაალ ხონელიძე სამსახურში დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს და განაცდური სრულად აუნაზღაურდეს.
სასამართლო პროცესს არცერთი მხარე არ ესწრებოდა, ზაალ ხონელიძის განცხადებით, ის ქუთაისში არ იმყოფება.
გაერთიანების ადვოკატი რამაზ იობიძე ადასტურებს, რომ სააპალაციო სასამართლომ ხონელიძის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას გაერთიანება, სავარაუდოდ, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ ზაალ ხონელიძე თანამშრომლების ერთდღიანი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს, ხონელიძე ამ დროისთვის მესამე გამგეა, რომლის სამსახურში აღდგენაც გაერთიანებას სასამართლოს მიერ მოეთხოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















