"ზაფხულში მტვერში ვიხრჩობოდით, ახლა წვიმებია და ტალახში გვიწევს ყოფნა"
გაპონოვის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები დაზიანებულ გზის საფარს და ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ზაფხულზე დაიწყო გზის გადათხრა და ამ დრომდე გზის საფარი დაგებული არა რის.
"დააახლოებით ხუთი თვეა გაუსაძლისი პირობებია ჩვენს ქუჩაზე. ზაფხული იყო და მტვერში ვიხრჩობოდით, ფანჯრებს ვერ ვაღებდით გასანიავებლად, ახლა წვიმებია და ტალახში გვიწევს ყოფნა. არავინ გვაქცევს ყურადღებას, როგორ შეიძლება ცენტრალური უბანი ამდენი ხანი იყოს ამ მდგომარეობაში. წყლის მილები ჩადეს და გაქრნენ. ვუკავშირდებით და განაცხადეს, რომ გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს გეგმა"-განაცხადა ადგილობრივმა თეონა ეფრემიძე. ადგილობრივების თქმით, დაზიანებული მილებიდან წყალი იღვრება.
ადგილობრივების აქციას შეუერთდა ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია. წულაიამ ხელისუფლებას სამუშაოების დასრულებისკენ მოუწოდა. წულაიას განცხადებით, ტონობით წყალი იქცევა და დანაკარგს მოსახლეობის ხარჯზე ანაზღაურებენ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ თათარაძის განცხადებით, გაპონოვის ქუჩაზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ხვალიდან კი ადგილზე მძიმე ტექნიკის მუშაობა დაიწყება და გზის საფარი სრულად მოეწყობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















