"ძალადობაში არასდროს გაგეჯიბრებით" - გრიგოლ ვაშაძე
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ცემის ფაქტზე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ვაშაძის განცხადებით, აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ეს აგრესია არჩევნებში დამარცხების მოლოდინით არის გამოწვეული.
„არ ეკადრება ამ ქალაქს ასეთი "ბანდეროლები", რომ ყავს საკრებულოში. ქუთაისის არის კულტურის ერთ-ერთი აკვანი და შეეცადეთ, რომ შეეფერებოდეთ მის სახეს. ლაჩრულად დაესხნენ თავს, როგორც ჩვევიათ. მხოლოდ ერთ პარტიაზე თავდასხმა არ იყო, ეს იყო სახელმწიფოს და იდეალების შეურაცხყოფა. თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ამიტომ ძალადობაში არასდროს გაგეჯიბრებით. თქვენი ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად მარცხდებით“,-განაცხდა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება ფეისბუკ პოსტების გამო ცემეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















