|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ზამთრის დღეებში, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს, ელექტროენერგიას რუსეთი გვაძლევს"

გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია. ამასთან დაკავშირებით განცხადება  ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, საქართველო 8 თვის განმავლობაში ელექტროენერგიას სწორედ რუსეთისგან იღებს.

„ სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულადაა ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში. წლებია „გაზპრომთან“ გვაქვს ურთიერთობა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გაზს ვიღებდით მაშინაც კი, როდესაც 2008 წლის ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ვიღებთ დღესაც და მივიღებთ მომავალშიც. მიზანმიმართულად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ამ თემის, მიმაჩნია არასწორად. გარდა „გაზპრომისა“, ჩვენ გვაქვს კარგი, მჭიდრო ენერგეტიკული ურთიერთობები რუსეთთან. იმ ზამთრის დღეებში, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგია რუსეთიდან შემოგვაქვს, ამიტომ ამ თემის რაღაც პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიმაჩნია არასწორად“, - განაცხადა კალაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა