|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს

ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ცხოვლეთა თავშესაფარი, რომლის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება, მერიის დაქვემდებარებაში არაა. 

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში პრობლემებია და ცხოველებს უდიერად ექცევიან, აღნიშნული არ ეხება ა(ა)იპ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს. როგორც ირკვევა, მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა, საუბარია კერძო თავშესაფარზე და ქალაქის მუნიციპალიტეტს, აღნიშნულ თავშესაფართან კავშირი არ აქვს", - აცხადებენ მერიაში. 

ცნობისთვის, ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისში  კერძო თავშესაფარში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, თავშესაფარი, რომელიც წყალწითელაზე მდებარეობს, ცხოველების მოვლის ნაცვლად, მათ წამებას ემსახურება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა