ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ აქციაში ქუთაისი ერთვება
ქუთაისი ქალაქის მერიის, ასევე "ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის" მხარდაჭერით ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ აქციაში ერთვება. აქცია ბარ-რესტორან „ალმანოში“ 15 იავარს, 18:00 საათზე გაიმართება. ბარ - რესტორანში დაგეგმილ საღამოზე ზაზა ფაჩულია იქ შეკრებილებს "სკაიპის" მეშვეობით მიესალმება.
ამ დროისათვის ზაზამ ქართველი გულშემატკივრების ძალისხმევის შედეგად, ხმების ოდენობით დასავლეთის საუკეთესო ათეულში გადაინაცვლა და ისეთ ვარსკვლავებს გაუსწრო, როგორებიც დემარკუს ქაზენსი და დირკ ნოვიცკი არიან.
ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფეისბუქის, გუგლის ძებნის, ინსტაგრამისა და ტვიტერის მეშვეობით. ამისათვის, სტატუსის ველში უნდა დაწეროთ #NBAVoteZazaPachulia.
„ალმანოს“ ადმინისტრაცია მიმართავს ზაზას ყველა გულშემატკივარს, მხარი დაუჭირონ ნაკრების კაპიტანს, რათა შესაძლებლობა მიეცეს, ითამაშოს კალათბურთის სამყაროსთვის ყველაზე ცნობილ თამაშში.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















