|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე:ქუთაისისთვის შეძენილია 60 თანამედროვე ავტობუსი, რომლებიც მალე გამოჩნდება ჩვენს ქუჩებში

 ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ქალაქში მოქმედი გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. კანდიდატმა სატრანსპორტო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ქუთაისში ძალიან მალე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ამ კომპანიებში მრავალი ჩვენი თანაქალაქელია დასაქმებული. ეს არის სფერო, რომელიც ჯერ კიდევ შორსაა თანამედროვე სტანდარტებისგან. თუმცა, ბევრი სიახლეა დაგეგმილი ამ მიმართულებით. უკვე დაწყებულია ახალი, მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა, ქუთაისისთვის შეძენილია 60 თანამედროვე ავტობუსი, რომლებიც მალე გამოჩნდება ჩვენს ქუჩებში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პრობლემების შესახებ, რასაც ეს კომპანიები ხვდებიან მუშაობის პროცესში და ამ საკითხების დროულად და ეფექტურად მოგვარებაზეც ვიმსჯელეთ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა