|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით სახალხო დღესასწაული ,,ზეკარობა“ გაიმართა

ზეკარის უღელტეხილზე დიდმაღალის ქედზე ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით სახალხო დღესასწაული ,,ზეკარობა“ გაიმართა.

 დღესასწაულს ადგილობრივებთან ერთად სასულიერო პირები, პარლამენტარები და თვითმმართველობის წარმომადგენლები დასწრნენ.

სახალხო დღესასწულში მონაწილეობა მიიღეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, პარლამენტის წევრებმა გია კოპაძემ, კობა ლურსმანაშვილმა, ზაზა გაბუნია და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. 

 

„მოხარული ვარ რომ დღეს ჩემს სამ შვილთან ერთად ვესწრები ამ ძალიან ლამაზ დღესასწაულს "ზეკარობას", ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით განხორციელებულ ასეთ სახალხო დღესასწაულს, სადაც ორი მუნიციალიტეტის მოსახლეობა სტუმრებთან ერთად იკრიბება ამ უნიკალურ და ულამაზეს ადგილზე. მახარებს ეს ერთობა, რადგან ასე მხარდამხარ არის შესაძლებელი სახელმწიფოს შემდგომი მშენებლობა და განვითარება"- განაცხადა  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დოღი, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, ასევე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ  კერძები, დასასრულს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ზეკარის უღელტეხილზე, დიდმაღალის ქედზე 2015 წლის 9 სექტემბერს ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მიერ საფუძველი ჩაეყარა საერთო სახალხო დღესასწაულს ,,ზეკარობას".

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა