|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ზეკარის წყაროების” 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმეს

პროკურატურის ინფორმაციით, გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, “ზეკარის წყაროების” წარმომადგენლებს, ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა.
ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა.
აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა კომპანიის 100 %-იანი წილი ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა და ორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ“, - განაცხადეს ბრიფინგზე.
 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა