ზესტაფონი –ბაღდათის დამაკავშირებელი 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მოხდება
ზესტაფონი–ბაღდათის დამაკავშირებელი 10 კილომენტრიანი გზის რეაბილიტაცია მოხდება. რეგიონული განვითარების ფონდმა 4 863 047 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ფონდის ინფორმაციით, საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი (GURAD) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სოფლების ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
ობიექტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში თბილისიდან 210 კმ. მანძილზე. პროექტი ითვალისწინებს ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას სიგრძით 9 720 მ. არმირებული ცემენტბეტონით საფარის მოწყობას, სავალი ნაწილის სიგანე 6 მ. ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების და ბეტონის საფარის მოწყობას.
სამუშაოები 1 წელში დამთავრდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















