|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მგონი, ზესტაფონი ზუგდიდს ემსგავსება და დაიწყო არჩევნების გაყალბება" -გოგი წულაია

ზესტაფონის მერობის კანდიდატის გოგი წულაიას განცხადებით, მათი წარმომადგენელი დაიჭირეს. როგორც გოგი წულაიამ ბრიფინგზე განაცხადა, "თავისუფალი საქართველოს" წევრი უბანზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სიაში აღმოჩენილი "მკვდარი სულის" გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

"მგონი, ზესტაფონი ზუგდიდს ემსგვასება და დაიწყო არჩევნების გაყალბება. სვირში ჩვენმა წევრმა სიაში აღმოაჩინა "მკვდარი სულები" და გააპროტესტა, რასაც მოყვა დავა. ამიტომ მიმართეს უკიდურეს ზომას და დააკავეს. ჩვენმა წევრმაც დაარღვია, მას ჩემი ფოტოიანი მაისური ეცვა და ეს მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სპარტაკ კაპანაძემ დარღვევებზე დაიწყო საუბარი. უბნებზე დაიწყო მოსყიდვა, დაშინება და დაშანტაჟება, განსაკუთრებით ჩემს პარტიაზე", -განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტიის დაკავებული წევრი სპარტაკ კაპანაძე ზესტაფონის სასამართლოშია ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მიზეზითაა გადაყვანილი.

გოგი წუალიას განცხადებით, მას მურუსიძის სასამართლოს იმედი არ აქვს. პარტიის წევრები სასამართლოსთან არიან შეკრებილი და დაკავებული გათავისულებას მოითხოვენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა