ზესტაფონის მერს პროტესტის ნიშნად კაბინეტის კარი დაულუქეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის გადადგომის მოთხოვნით მჯდომარე აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, კახაბერ მახათაძე ზესტაფონელების ინტერესებით არ აინტერესებდა და მხოლოდ პირადი მიზნებისთვის იყენებს თანამდებობას.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კახაბერ მახათაძის კაბინეტის კარი წებოვანი ლენტით დალუქეს.
"კახაბერ მახათაძეს უფლება არ აქვს, იყოს ზესტაფონის მერი, რადგან არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არ ახდენს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსხურში აღდგენას, ასევე მასზე სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. როგორც კი გაიგო აქ მოვდიოდით, გაიქცა. კახა მახათაძე უნდა იყოს გისოსებს მიღმა და ზესტაფონში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები. აქ მჯდომარე აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მერი არ გადადგება. მივმართავ ზესტაფონის მაჟორიტარს შალვა კიკნაველიძეს და იმერეთის გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს, მოვიდნენ და შეგვხვდნენ",- განაცხადა აქციის ერთ-ერთი მონაწილემ გიორგი გოგლიჩიძემ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















