|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის განვითარებისთვის შექმნილ ფონდს ქვა შესწირეს

ქუთაისის მსგავსად, ფონდი შეიქმნა ზესტაფონშიც. "ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდში" ბიზნესმენებმა თანხა უნდა შეიტანონ, რაც ქალაქში სხვადასხვა პროექტისთვის გამოიყენება.

თუმცა ფონდის სხვა დანიშნულებაზე საუბრობენ მერიის ოპონენტები. მათი განცხადებით, მერს თანხები არა ქალაქისთვის, არამედ პირადი კეთილდღეობისთვის ჭირდება.

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ მერი ვერ აკონტროლებს  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გადმორიცხულ თანხებს, რის გამოც მოიგონა მსგავსი ფონდი. გიორგი გოგლიჩიძემ მერიის ფონდს ქვა შესწირა.

„სილიკონ მანგანუმის“ მუშაობით დაინტერესებულია პროკურატურა, რომელსაც მე მივმართე, რადგნ მანგანუმის მოპოვება ხდება უკანონოდ,  ამ  ბიზნესში ფიგურირებს მერის ძმა. ამის შემდეგ რამდენიმე დღით შეაჩერეს მოპოვება, თუმცა ისევ განაგრძეს, რადგან ეს ადამიანები მხოლოდ ფულის საშოვნელად არიან აქ.  ამის პარალელურად,  დაფუძნდა ფონდი, რომელშიც ბიზნესმენებმა თანხა უნდა შეიტანონ,  რომელიც თურმე ქალაქს მოხმარდება. რეალურად, ეს არის ერთგვარი წნეხი ბიზნესზე, რაც ადრე სხვაგვარად ხდებოდა. ცდილობენ,  შეავსონ ფონდი, რომელსაც თვითონ გამოიყენებენ. კახა მახათაძე ვერ ერევა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხების კონტროლში და ფონდი მოიგონა, ამიტომ გადავწყვიტე, სიმბოლურად,  ფონდში შემეწირა მანგანუმის ქვა, თუმცა მერმა არ მიიღო ეს ქვა და გაიქცა“,–განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ფონდთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ მერიის ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ეკა დუგლაძის ინფორმაციით, "ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი" არა მერიის, არამედ ქალაქში მოქმედი ბიზნესმენების მიერ დაფუძნდა, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, შეეგროვებინათ გარკვეული თანხა, რომელსაც ზესტაფონის განვითარებას მოახმარენ.

მისი ინფორმაციით, ფონდის პრეზენტაცია არ გამართულა ადმინისტრაციულ შენობაში და მას არც მერიის წარმომადგენლები დასწრებიან. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ორი მოქალაქე  დახვდა მერს ეკლესიასთან ქვის გადასაცემად, რამაც უხერხული მდგომარეობა გამოიწვია. 

საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა ქუთაისში. "ნიუპრესის" ინფორმაციით, მერიის ააიპებში დასაქმებულებმა, სურვილის შემთხვევაში, ფონდში ხელფასის 1% უნდა გადარიცხონ, რაც საქველმოქმედო საქმეებს მოხმარდება. მერიაში განმარტავენ, რომ ფონდი მათ მიერ არ შექმნილა და თანხის შეტანა ნებაყოფილობითია, თუმცა ფონდი  მერიის ააიპის ხელმძღვანელმა დააფუძნა. 

 

 

ქუთაისის მერიის ააიპებში დასაქმებულებს გაურკვეველ ფონდში ხელფასის 1 პროცენტის გადარიცხვას სთავაზობენ

"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს"- მერიის განმარტება საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა