|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა

ზესტაფონის ვიცე-მერმა ბესიკ ლეონიძემ თანამდებობა  დატოვა. მისი ადგილი ელგუჯა კვეტენაძემ დაიკავა.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ ბესიკ ლეონიძე სამსახურიდან საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში არ ადასტურებენ, რომ მოადგილის წასვლა აქციებთან კავშირშია.

"ბესიკ ლეონიძემ თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გათავისუფლების ბრძანება ბესიკ ლეონიძის პირადი განცხადების საფუძველზე გავაკეთე. ზესტაფონში მიმდინარე აქციებს არანაირი კავშირი არ აქვს მერის მოადგილის წასვლასთან, ეს აქციები იყო მიზნობრივად გარკვეული ჯგუფის მიერ დაგეგმილი", -განაცხადა ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ეკა დუგლაძემ.

ეკა დუგლაძე არ ადასტურებს მერის გადადგომას. მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს  კახაბერ მახათაძესა და ზესტაფონში მიმდინარე აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება მოხდა, რის მიხედვითაც მერი თანამდებობას ერთი თვის ვადაში დატოვებდა.


შეგახსენებთ, სექტემბერში ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ შედგა შეთანხება და მერმა წასასვლელად ერთთვიანი ვადა მოითხოვა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა