ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა
ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დატოვა. მან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. მერთან ერთად თანამდებობა დატოვა ვიცე-მერმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.
რაც შეეხება მერის წასვლის მიზეზს მერიაში აცხადებენ, რომ მახათაძისნაირი ღირსეული ადამიანების ადგილი „ქართული ოცნების“ ახალ გუნდში არ აღმოჩნდა, რაც გახდა წასვლის მიზეზი.
მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე დავით ჩირგაძე შეასრულებს.
კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა, მათ შორის მერის სამუშაო ოთახის კართანაც. მახათაძის მოწინააღმდეგეები ირწმუნებოდნენ, რომ კახა მახათაძე ზესტაფინის ნაცვლად პირადი კეთილდღეობისთვის მუშაობდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















