|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მერობის კანდიდატის მხარდამჭერის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ვიდეოკადრებს ვახტანგ რობაქიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და მომხდარს მის საარჩევნო კამპანიას უკავშირებს.

მერობის კანდიდატი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, მის მხარდამჭერებზე ზეწოლას ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ახორციელებს. რობაქიძის განცხადებით, მის მომხრეების დაკავება იგეგმება.

მომხდართან დაკავშირებით კი, როგორც ვახტანგ რობაქიძემ "ნიუპრესს" განუცხადა,  შემთხვევა გუშინ, დაახლოებით ღამის 24 საათზე მოხდა, ავტომობილს, რომლითაც დღეს, თბილისში მისი ბანერების ჩამოსატანად უნდა წასულიყვნენ, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. 

 შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სს საქმე 187 ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.  დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპეტიზა.

 

 

          

   

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა