|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მერობისათვის გიორგი გოგლიჩიძე იბრძოლებს

ზესტაფონში მუნიციპალიტეტის მერის პოსტის მოსაპოვებლად გიორგი გოგლიჩიძე იბრძოლებს. მისი კანდიდატურა ზესტაფონის ამომრჩეველს "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს წარუდგინეს.

„ჩემთვის დიდი პატივია იმ სტატუსით წარდგენა, რასაც ზესტაფონის მერობის კანდიდატი ჰქვია. მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს და  ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა თავი წარმოვაჩინო ჩვენს მუნიციპალიტეტში. მჯერა, თითოეული თქვენგანის, ისევე დამიდგებით გვერდში, როგორც აქამდე,  ყველა იმ უსამართლობაში, რაც არ მოგვწონდა. ჩვენ ამისთვის ვართ ღია და მომართული, იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ“ - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ზეტაფონის მერობის კანდიდატმა მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში  არაერთი  პროექტი განხორციელდა,  მაგრამ 2019 წლიდან იწყება ზესტაფონისთვის უპრეცენდენტო პროექტები, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე წყლის და გაზიფიცირების - ტაბაკინი, კლდეთი, სადგური სვირი. თუკი სადმე, რომელიმე ოჯახს დღეს გაზიფიცირების პრობლემა აქვს, მიმდინარე წელს გაშლილია ლოკაცია და ძალიან მალე თქვენ თვითონ ნახავთ, რა შეუძლია გუნდს, რა შეუძლია ერთად დგომას.

 გიორგი გოგლიჩიძე დაიბადა  1976 წლის 5 სექტემბერს ქ.ზესტაფონში.

განათლება - 1993 წელს  დაამთავრა კავკასიის ბიზნეს აკადემიის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი -ბიზნესის მართვის მაგისტრი.

2000-2005 წელი - ქ. გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი, იურისტი სამართალმცოდნის სპეციალობით

სამუშაო გამოცდილება:

1995-1999 წელი -საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია ლეიბორისტის აპარატის სპეციალისტი.

1999-2006 წელი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საორგანიზაციო მდივნის მოადგილე

2006-2010 წელი -ქ.ზესტაფონის საკრებულოს წევრი

2015-2017 წელი - შპს. 3G-ის დირექტორი 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

რიგგარეშე არჩევნები ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტში 19 მაისსს გაიმართება.



ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა