|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ზესტაფონში სამი წლის წინ გარდაცვლილი ედიშერ ებანოიძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა  დამნაშავის დასჯის მოთხოვნით, ზესტაფონის პროკურატურიდან პოლიციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.

მათი თქმით, 37 წლის ედიშერ ებანოიძე სოფელ ძირულაში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდა, რომელმაც ჩინური კომპანიისგან კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა.

ოჯახის განცხადებით, აღნიშნული თანხა ებანოიძეს არ მისცეს, სცემეს, რის გამოც გარდაიცვალა. აქციის მონაწილეების განცხადებით,  წლებია მათ აღნიშნული მოთხოვნა აქვთ, თუმცა საქმე ამ დრომდე არ გახსნილა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა