ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი შევიდა
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი შევიდა, მისი თქმით, ამ დროისთვის, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ჯამში, 116 საჩივარია შესული.
როგორც მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჩივრების უმრავლესობა ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ეხება, ხოლო 10 საჩივრით მოთხოვნილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების ბათილობა.
„ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის შესულია 116 საჩივარი. აქედან 33 საჩივარია შესული მარნეულში, ზესტაფონში -10, ხულოში - 21, ზუგდიდში 48, ოზურგეთში - 1, ხოლო თბილისში - 3. საჩივრების უმეტესი ნაწილი ეხება მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს და ძირითადი მოთხოვნაა კომისიის წევრებისათვის დისციპლინარული ზომის დაკისრება", - განაცხადა მიქელაძემ.
რაც შეეხება საუბნო შემაჯამებელი ოქმების ბათილობის მოთხოვნას, ასეთი საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი, მათგან 5 საჩივარია ზესტაფონში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული პროცედურები.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















