ზესტაფონის სოფელ შორაპანში 100-მდე მოსწავლე სწავლის პროცესს არ ესწრება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მეორე კორპუსში სასწავლო პროცესი დილიდან ჩაიშალა. სკოლის 100-მდე მოსწავლე სკოლაში არ შევიდა, ისინი მეთორმეტეკლასელების სხვა კორპუსში გადაყვანას აპროტესტებენ.
ამ დროისთვის სკოლის ორივე კორპუსი მოქმედია და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დირექციის გადაწყვეტილებით, მეთორმეტე კლასი მხოლოდ პირველ კორპუსში იფუნქციონირებს, რასაც სხვა კლასების ეტაპობრივი გადაყვანის და პირველი კორპუსის გაუქმების წინაპირობად თვლიან მოსწავლეები. ბავშვების თქმით, სკოლის მეორე კორპუსი პირველი კორპუსიდან საკმაოდ მოშორებით არის და მათ გადაადგილების პრობლემაც შეექმნებათ.
"დირექცია აპირებს ეტაპობრივად გაიყვანოს კლასები და ეს მეთორმეტე კლასის გადაყვანით დაიწყო, მომავალ წელს, ალბათ, სხვა კლასსაც გადაიყვანენ და მეორე კორპუსი საერთოდ დაიხურება. მოვითხოვთ, შეჩერდეს მიღებული გადაწყვეტილება და მეთორმეტე კლასი დარჩეს ამავე კორპუსში",-განაცხადეს სკოლის მოსწავლეებმა.
შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე ითხოვენ, სკოლას სტატუსი დაუბრუნდეს და მდინარი ბებიაშვილის სახელობის გახდეს. ასევე აცხადებენ, რომ თუ სამინისტროს არა აქვს ფინანსები, შენობას საკუთარი ძალებით გაარემონტებენ.
სკოლის დირექციაში ბავშვების ბრალდებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ არ იგეგმება კორპუსის გაუქმება და ფინანსების დაზოგვის მიზნით, მხოლოდ ერთი კლასის გადაყვანაა დაგეგმილი.
ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ ადგილობრივ რესურსცენტრში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















