|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში 2 მამაკაცი კრაზანის კბენის შემდეგ გარდაიცვალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი კრაზანის კბენის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაადასტურა.  შემთხვევა სოფელ ბოსლევსა და ცხრაწყაროში მოხდა.

„ვადასტურებ აღნიშნულ ტრაგიკულ ორივე შემთხვევას. პირველი მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა. მამაკაცი სოკოს საკრეფად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე კრაზანამ დაკბინა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეორე შემთხვევაში, მამაკაცი მინდორში იმყოფებოდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ შეძლეს და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, საგანგაშო ვითარება არ არის, ეს მხოლოდ დამთხვევაა“ - აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.

კრაზანების სამრავლის გამო ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა