|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ზესტაფონში ცხოვრება შეუძლებელია, მოგვეშველეთ" [VIDEO]

"ზესტაფონში ცხოვრება შეუძლებელია, მოგვეშველეთ" - ამ შინაარსის ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ. მათი თქმით, ფეროშენადნობთა ქარხნის არასათანადოდ მუშაობის გამო მათ ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ.

როგორც ზესტაფონელები განმარტავენ, ქარხანა ფილტრების გარეშე მუშაობს, ამასთან გამონაბოლქვია ტვირთის გადატანის პროცესშიც. ადგილობრივები ფაქტის ამსახველ ვიდეოსაც ასაჯაროვებენ.

"ამ ქალაქში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. აქ ყოველდღე ასეთი მდგომარეობაა, მოგვეშველეთ,"- აცხადებენ ადგილობრივები.

ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციის პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა