|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში გზის საფარის დაზიანებაში ქალაქის მერი დაადანაშაულეს

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მომხდარში უკვე დაადანაშაულეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი.

ადგილზე დღეს  ზესტაფონის მერობის ყოფილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, „სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების“ უკანონო მოპოვება ისევ გრძელდება,  რამაც, გზების დაზიანება გამოიწვია.  გოგლიჩიძის განმარტებით, მიმდინარე წელს მსგავსი ფაქტი არერთხელ დაფიქსირდა.

მისივე თქმით,  ამ მოვლენების სათავეში დგანან მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და მისი ძმა. გოგლიჩიძე ამბობს, რომ ზესტაფონის მერმა და მისმა ძმამ უკვე მოახერხებს „სილიკომანგანუმის  ქერქული ნარჩენების“ ათასობით ტონის უკანონო მოპოვება და დატაცება. გოგლიჩიძე ხელისუფლებას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკატერინე დუგლაძე განმატავს,  რომ ბრალდება უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია, რადგან მანგანუმის მოიპოვება წლების წინ ხდებოდა და შედეგი ახლა დადგა.

„ყველამ იცის, რომ ზესტაფონში მანგანუმის მოპოვება 7-8 წლის წინ ხდებოდა და ახლა მივიღეთ ეს შედეგი, რაც გზის დაზიანებას გულისხმობს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი გზით ჩავერთოთ ამ საკითხის შესწავლაში. მივმართეთ ყველა უწყებას მოხდეს შესწავლა, რამდენად არის საფრთხის შემცველი ეს მდგომარეობა. უბრალოდ, არ ვიცით ამ აბსურდულ და ცილისმწამებლურ ბრალდებაზე რა კომენატრი უნდა გავაკეთოთ. რა შუაშია კახა მახათაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოვიდა მერიაში. კახა შავგულიძე,  რომელიც ბრიფინგს მართავს ამ თემაზე, ბოლო ათი წელი  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მაშინ, როდესაც მანგანუმის მოპოვება მიმდინარეობდა და რომელმაც  ეტყობა გაცილებით მეტი იცის,  რას აკეთებდა ამ წლების მანძილზე?“-აცხადებს ეკატერინე დუგლაძე.

                     

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა