ზესტაფონში საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოსლევში, უხვად მოსული ნალექის გამო საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის შედეგად, დაახლოებით 60 ოჯახი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გარეშე დარჩა.
სტიქიის ზონაში მომხდართან დაკავშირებით, ადგილზე იყვნენ მობილიზებული მერიის შესაბამისი სამსახურები. მძიმე ტექნიკის საშუალებით, გუშინ დაიწყო გზის სავალი ნაწილის აღდგენა. მძიმე ტექნიკა სოფელში ამ დრომდე მუშაობს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი გიორგი გოგლიჩიძე ადგილზე გაეცნო მოვლენებს და თვალყურს ადევნებდა გზის გაწმენდის სამუშაოებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















