|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში სოკოს მიღების შედეგად ხუთი ადამიანი მოიწამლა

ზესტაფონში სოკოს მიღების შედეგად ხუთი ადამიანი მოიწამლა. ინტოქსიკაციის გამო ოჯახის ოთხი წევრი და მათი მეზობელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც დაზარალებული აცხადებს, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მან 112-ში დარეკვა მოასწრო, შემდეგ კი გონება დაკარგა.
კლინიკა ფერომედში პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს. ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს. სამი ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან, მცირეწლოვნები კი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ექიმების თქმით, ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სოკოს არასწორი ამოცნობისა და მოხმარების შედეგად მოხდა.
 
 
 
 
 
 

ავტორი: