|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში "თავისუფალი საქართველოს" წევრის სასამართლო პროცესი გადაიდო

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში "თავისუფალი საქართველოს" წევრის სპარტაკ კაპანაძის პროცესი გადაიდო. 

კაპანაძის თქმით, ის საარჩევნო უბანზე დილით მივიდა, თუმცა მაისურთან დაკავშირებით კომისიის წევრებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ.

როგორც პარტაკ კაპანაძე განმარტავს, მის მიმართ უკმაყოფილება სიებში არსებული ხარვეზების აღმოჩენის შემდეგ გამოთქვეს.

კაპანაძე მის დაკავებას პარტიულ ინტერესს უკავშირებს, რადგან, მისი თქმით, სვირში გოგი წულაია იგებს და ამ ფორმით ცდილობენ დისკრედიტაციას. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სპარტაკ კაპანაძის პროცესი 24 მაისამდე გადაიდო. კაპანაძე ამ დროისათვის თავისუფალია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა