|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 4.8 მილიონი ლარი იხარჯება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.8 მილიონი ლარია.

წყალმომარაგების პროექტი ითვალისწინებს როგორც რეზერვუარის, ასევე მთლიანად ქსელის განახლებას.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, ზესტაფონის მოსახლეობას წყლის მიწოდების გრაფიკი გაუმჯობესდება.

პროექტის დასრულება ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა