|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვალითში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა.

ბოჭორიშვილების ოჯახის უფროსი და სტუმრად მყოფი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ოჯახის უფროსს დაავიწყდა, რომ მასთან სტუმარი იმყოფებოდა, რის გამოც მეზობლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ხანძრის შედეგად სტუმრად მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ფოტო-არქივიდან

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა