|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ძლიერი წვიმების შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა

ზესტაფონში ძლიერი წვიმების შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა.  შემთხვევა ჩხეიძის ქუჩაზე მოხდა. 

ზესტაფონის  მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა მუნიციპალიტეტში პრობლემენი შექმნა დაზიანებულია ინფრასტრუქტურა: გზები, ჩხეიძის ქუჩაზე საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდი ჩაინგრა. დაზიანდა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები.

“სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურას ადგილზე ეცნობა ვიცე მერი გიორგი ჯუღელი, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვისცენტრთან ერთად. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,”-აცხადებენ მერიაში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი