|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ძმის მკვლელობასა და მეზობლის დაჭრაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზესტაფონში ძმის მკვლელობასა და მეზობლის დაჭრაში ბრალდებულ კაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს, გ.ფ.-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა, მეზობელს კ.ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ხოლო ურთიერთშელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას-დ.ფ.-ს თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ფ. იმავე დღეს დააკავეს“,- აცხადებენ პროკურატურაში. ძმის მკვლელობასა და მეზობლის დაჭრაში ბრალდებულს გამოძიება, 109-ე, 120-ე და 236-ე მუხლებით ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის გაზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაამშედო შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

დანაშაული ზესტაფონში მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს მოხდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა