|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზეთი და ცხიმი 42.7 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ - 7.7%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ისევ – ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა - 42.7%-ით.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი 42.7 პროცენტი,
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7 პროცენტი,
  • რძე, ყველი და კვერცხი 8.0 პროცენტი,
  • ყავა, ჩაი და კაკაო 8.0 პროცენტი,
  • თევზეული 7.6 პროცენტი
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7.2 პროცენტი,
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.0 პროცენტი,
  • პური და პურპროდუქტები 5.8 პროცენტი.

ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20.9 პროცენტი).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა