იმერეთის გუბერნატორის თანაშემწედ ჟურნალისტი რაულ ქირია ინიშნება
ჟურნალისტი რაულ ქირია იმერეთის გუბერნიაში იწყებს მუშაობას. გუბერნიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რაულ ქირია გუბერნატორის თანაშემწის პოზიციას დაიკავებს.
თავად ქირია "ნიუპრესთან" გუბერნიაში გადასვლას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ პოზიცია დაზუსტებით დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
რაულ ქირია 2007 წლიდან 2013 წლამდე ჯერ აფხაზეთის მთავრობის პიარსამსახურის ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო.
ამ დრომდე კი ის ახალი ამბების სააგენტო Front News International-ის ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა