|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქარმა ელექტროენერგიის ფიდერები დააზიანა

ქუთაისში უამინდობის გამო  აბონენტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, ძლიერი ქარის გამო ხშირია ავარიები, თუმცა სამუშაოები უწყეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საჭირო გახდა დამხმარე ჯგუფების აღმოსავლეთ საქართველოდან გამოძახება.

ამ დროისათვის ყველაზე მეტი ფიდერი დაზიანდა ქვემო იმერეთში.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თეონა გეგუჩაძის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს და  ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

"სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. გათიშული აბონენტების რაოდენობა სისტემატურად იცვლება, ხან მცირდება, ხან იზრდება. მობილიზებულია ყველა სამუშაო ბრიგადა და ტექნიკა. გარდა ამისა, სამუშაოები რომ არ დავაყოვნოთ დამხმარე ბრიგადები ჩამოყვანილია აღმოსავლეთიდან. ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება, თუმცა თუ ქარის ინტესივობა არ შეჩერდა,  შეიძლება სხვა ავარიებიც მოხდეს",-განაცხადა თეონა გეგუჩაძემ.

ამ დროისათვის ავარიულად არის გამორთული ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიისა და ხონის ტერიტორიაზე რამდენიმე ფიდერი. დაზიანებები,ძირითადად,  სადენების წყვეტით და წაქცეული ხეების გადამცემ ხაზებზე დაცემით არის გამოწვეული.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა