ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეექმნა
ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა.
წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე.
პრობლემები შეიქმნა ადიდებული მდინარე ჯიხველას გამო. მდინარის მოდიდების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლი დატბორა.
მერიის ინფორმაციით, გაიწმინდა მდინარის კალაპოტი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















