ძლიერმა ქარმა ქუთაისი და იმერეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა
ძლიერმა ქარმა ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებს ზიანი მიაყენა.
შსს საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის იმერეთიდან 13 შეტყობინება, აქედან 7 ქუთაისიდან, 6 კი მხარის მუნიციპალიტეტებიდან შევიდა.
"მიღებული შეტყობინებები ძლიერი ქარის გამო ხეების წაქცევის ფაქტებს უკავშირდება, ჩვენი სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილებზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ. დაშავებული არავინაა", - განაცხადეს სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში.
იმერეთში დილიდან ძლიერი ქარი ქრის.
ფოტო: არქივი
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
14:20
















