|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ"

უწმინდესი არასოდეს არის კატეგორიული, არავის ეტყვის, რატომ არ დადის ტაძარში, რატომ არ მარხულობს, არ ლოცულობს. ის დიდსულოვნად შემწყნარებელია ყველას მიმართ და არავის ეტყვის, ეს ასე კი არა, ისე ჯობიაო. როგორი ადამიანიც უნდა მოხვდეს მასთან, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს მოსაუბრის აზრი, პატრიარქს შეუძლია, ბოლომდე მოუსმინოს და თანაუგრძნოს.
"მთავარია სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, ამას გვასწავლის სახარება. საღმრთო წერილი ღვთისა და ადამიანის სიყვარულზეა აგებული. არ შეიძლება­ ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარს ადამიანი. თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა და ვიყოთ ბედნიერი, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. სწორედ ამ შემთხვევაში მოვიპოვებთ ღვთის მადლს, სულიერად ავმაღლდებით და გავძლიერდებით", - გვასწავლის ერის სულიერი მამა და წინამძღვარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

"ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისკენ, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვლოთ, რადგან ღმერთს სჭირდება არა ფილოსოფიური იდეა ღვთაებრივის შესახებ, არამედ ცოცხალი რწმენა", - ბრძანებს 83 წლის პატრიარქი.
ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოცემულ წიგნში "საქართველო - წმინდა მიწა კავკასიაში" გერმანელი ბერ-დიაკონი მამა ლაზარე ბუხჰაგენელი­ წერს: "სადაც უწმინდესი ილიას მანქანა­ იდგა, ასობით ადამიანი მოთმინებით ელოდა პატრიარქის ლოცვა-კურთხევას. აი, უბრალო ბერული სამოსით შემოსილი ქვ­ე­ყ­ნის სულიერი მამაც გამოჩნდა. მიუხედავად ხანგრძლივი, დამღლელი მსახურებისა, პატ­რიარქი ყველას ლოცავდა. ზოგს თავზე ადებდა ხელს, ზოგს, უბრალოდ, ეხებოდა, ხოლო ისინი, ვისაც პატრიარქი ვერ სწვდებოდა, წინა რიგებში მდგომებს ეხებოდნენ წყალობის მისაღებად. ასე ეფინება ამ ადამიანში დავანებული მადლი ყველას და ქვეყნის დასალიერამდე აღწევს. ალბათ, იგივე განცდა იყო, როდესაც პეტრე, იოანე­ და სხვა მოციქულები იუდეის ქალაქში დადიოდნენ. ბევრი ადამიანი ხედავდა მათში ქრისტეს და წყალობას ითხოვდა. მათგან ზოგიერთები კი მაინც მოსაკლავად დაეძებდნენ მათ...
მამა იოანემ უწმინდესს მუხლი მოუდ­რიკა და გააცნო ჩვენი თავი... პატივი გვხვდა, მიგვეღო დალოცვა და მოწვევაც - კვირა დღეს, საპატრიარქო წირვა მასთან ერთად აღგვევლინა... სუფრასთან მიგვიწვიეს. ჩვენ გერმანულ ენაზე "ქრისტე აღდგა­" ვიგალობეთ"... 

დღეს პატრიარქს  83 წელი შეუსრულდა. 2015 წლის 25 დეკემბერს კი ილია II-ის აღსაყდრებიდან 38 წელი გავიდა.

 

წყარო: kvirispalitra.ge 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა