|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზოგად უნარებში მაღალი ქულა ბაღდათელმა გიორგი აბულაძემ დააგროვა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მაღალი ქულის მფლობელი  ბაღდათელი ახალგაზრდა გიორგი აბულაძეა. მან 78 ქულა დააგროვა- ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, გიორგი ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე აბარებს. მან ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა  დაამთავრა. მე-7 კლასამდე კი  ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში სწავლობდა.  ამბობს, რომ ამ შედეგს ელოდა.

არსებული ინფორმაციით,  წელს უნარებში მაქსიმალური 80 ქულა ვერცერთმა აბიტურიენტმა ვერ დააგროვა და 79 ქულა მხოლოდ ორმა მიიღო. 

ვარიენტების მიხედვით მაღალ ქულათა მიღების მონაცემები ასეთია:

პირველ ვარიანტში 77 ქულა სულ 4-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მეორე ვარიანტში 78 წულა მიიღო 5-მა აბიტურიენტმა.

მესამე და მეოთხე ვარიანტში კი მაქსიმალური 79 ქულა თითო-თითო აბიტურიენტმა მიიღო. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა