|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ნუცა ცირეკიძემ ზოგად უნარებში საუკეთესო შედეგი აჩვენა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები უკვე გამოქვეყნდა.

წელს მაქსიმალური 80 ქულა ვერცერთმა აბიტურიენტმა ვერ დააგროვა და 79 ქულა მხოლოდ ორმა მიიღო.

79 ქულის მფლობელი ნუცა ცირეკიძე ქუთაისის #9 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გახდა.

ნუცას თქმით, ის სწავლის გაგრძელებას სან–დიეგოს უნივერსიტეტში ბიოქიმიის ფაკულტეტზე აპირებს. "ერთი წელი ვემზადებოდი უნარების რეპეტიტორთან. ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით საკმაოდ რთული ტესტები იყო, რაც საერთო შედეგებზეც აისახა. ვერბალურის ნაწილში დავუშვი ერთი შეცდომა, კერძოდ, ტექსტის გააზრებაში"-განაცხადა მან.

შედეგით კმაყოფილი არიან ნუცას მშობლიურ სკოლაში: "ჩვენ აღფრთოვანებული ვართ,  ველოდით კიდეც ამ შედეგს, რადგან ძალიან ძლიერი ბავშვია და ზოგადად, კარგი მოსწავლე იყო", - განაცხადა მე-9 საჯარო სკოლის დირექტორმა სოფიო ქუთათელაძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა