|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზუგდიდიდან გადმოყვანილი სამი ბავშვის მდგომარეობა შედარებით რთულია

ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ბავშვები დასავლეთ საქართველოს ტუბერკულიოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ რჩებიან.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ზუგდიდიდან გადმოყვანილი 10 ბავშვიდან, შედარებით რთული სამი არასრულწლოვანის მდგომარეობაა, რომლებიც საავადმყოფოში მოგვიანებით გადაიყვანეს.

"ათივე ბავშვს აღენიშნება მდგომაროების გაუმჯობესება, ამ ეტაპზე შედარებით რთულია სამი ბავშვის მდგომარეობა, მათ ტემპერატურა და ღებინება აქვთ, ისინი ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩებიან. 7 ბავშვის მდგომაროება გაუმჯობესებდა. კვლევებით დადგინდა ნაწლავური ინფექცია, რაც გამოწვეულია საკვებით"-განაცხადა თემურ ნადირაძემ.

ბავშვები საავამდყოფოში რამდენიმე დღე დარჩებიან. კლინიკაში რჩება ბავშვების თანმხლები ქალიც, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა