|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ ჟვანიას სკოლას ახალი დირექტორი ყავს

 ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ახალი დირექტორი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძემ წარუდგინა.

ქეთევან ჯაყელი ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. მან თანამშრომლებს განვითარების გეგმა და პრიორიტეტები გააცნო.
„სკოლა დაიწყებს აქტიურ მზადებას საჯარო მოხელის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სატრენინგო პროგრამების აკრედიტაციის მისაღებად. მოხდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის შეფასება, რომლის ფარგლებშიც 2014 წლიდან გადამზადდა ეროვნული უმცირესობების 14 000-მდე წარმომადგენელი, ხოლო დღეის მდგომარეობით სწავლობს 1600-მდე. წარიმართება მსჯელობა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გაუმჯობესებისა და განვითარების შესახებ“ - განაცხადა  ქეთევან ჯაყელმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა