|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა მგონია, ქართულ ოცნებას ჩემზე მეტად ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს"- მანანა მიქაძე

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე მანანა მიქაძე ყოფილ თანამებრძოლებს "ქართული ოცნების" მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს. ამასთან, მიქაძე აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი შეურაცხყოფა "ქართული ოცნებისაგან" მან მიიღო, მიუხედავად ამისა,  გუნდს მხარდაჭერას უცხადებს.

"მეგობრებო, თანამებრძოლებო, გაბრაზებულო ძველო გვარდიავ, ახლა გაბრაზების დრო არ არის. ჯერ ქვეყანა გადავარჩინოთ. ხმა აუცილებლად მივცეთ ნაცების სამუდამო განადგურებას. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. არა მგონია,  ქართულ ოცნებას ჩემზე მეტად ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს, მაგრამ... ვინც ფეხზე დავაყენე, ყველამ ჩაძირვა მომინდომა.  ჩემი ყველა სამუშაო დღე ახალი ინტრიგის ამოხსნით იწყებოდა. ჩემს შექმნილ პარტიის ოფისს ათობით ლაფი ესროლეს,  მაგრამ დღეს ვხედავ თვითონ იმ ლაფში დაიხრჩვნენ..
ამაზე შემდეგ, დღეს ფეხზე დავდგეთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ყველანი არჩევნებზე", - წერს სოციალურ ქსელში მანანა მიქაძე. 

 შეგახსენებთ, მანანა მიქაძე "ქართული ოცნების" ქუთასისის ორგანიზაციას დაარსებიდან 2016 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა. მან პოსტი დაპირისპირების ფონზე დატოვა. მისი ადგილი გიორგი ჭიღვარიამ დაიკავა. 

 როგორც მაშინ პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე აცხადებდა, მანანა მიქაძე ქუთაისში პარტიულ განვითარებას ხელს უშლიდა.

 ბიძინა ივანიშვილის ცნობილ მიმართვას უკვე ომარ ნიშნიანიძეც გამოეხმაურა და წინასაარჩევნო პერიოდში პარტიას თანადგომას გამოუცხადა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა