|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად ციკოლია - ქუთაისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ სიახლე მიაწოდოს მსოფლიოს

ჩვენ გვინდა ისეთი მანქანა შევქმნათ, რომელსაც ყოველი ქართველი თუ არა, ყოველი მეორე შეიძენს, -  განაცხადა ცნობილმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ ტვ "პირველის" გადაცემაში "პირველამდე" სტუმრობისას. 

მისი თქმით, პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინზე მუშაობისას გადამწყვეტი იქნება ფასი:  "ელექტრომობილის დიზაინზე მუშაობისას დღევანდელი ტექნოლოგიები და მასალები ძალიან ბევრს საშუალებას გაძლევს, რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ამ მხრივ ამ ეტაპზე შეზღუდულები ვიქნებით, რადგან ეს საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია ფასზე, ჩვენ გვინდა ისეთი მანქანა შევქმნათ, რომელსაც ყოველი ქართველი თუ არა, ყოველი მეორე შეიძენს"-განაცხადა მან. 

 ციკოლიას თქმით, ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობისათვის ავტოქარხნის ტერიტორიაა ისევ შერჩეული. მისი თქმით, ქუთაისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ისევ შექმნას სიახლე და მიაწოდოს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს. 

"ქარხნის მშენებლობისათვის ავტოქარხნის ტერიტორიაა შერჩეული, თავის პატარა ასაფრენ-დასაფრენი ზოლით, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო პერსპექტივებს უსახავს ამ ქალაქს. მე ქუთაისის ავტოქარხანაში ვიყავი 2002 წელს, როდესაც იქ ხდებოდა ინდური ჯიპის "მაჰინდრას" აწყობა, მაშინ შეწყდა მათი წარმოება,  რადგან ვერ ხდებოდა შესაბამის ფასში გაყიდვა...  ქუთაისის ავტოქარხანა იყო პირველი საბჭოთა კავშირში, რომელმაც უკაპოტო ტიპის სატვირთო მანქანა შექმნა, ქუთაისის იდეა იყო ზუსტად, რაც ახლა "კამაზია".  ქუთაისის ავტყოქარხანას თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონებები ჰქონდა, თუმცა "საბჭოთა კავშირის" დროს დაიბლოკა,   ქუთაისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ კიდევ ახალი შექმნას და მიაწოდოს არა მარტო საქართველოს,  არამედ მსოფლიოს", -განაცხადა ზვიად ციკოლიამ . 

მისი თქმით, ელექტრომობილი გარდა იმისა რომ ეკოლოგიურია, ამასთან  ეკონომიურია.

პირველი ქართული ელექტრომობილების საწარმოს პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში 26 ივნისს გაიმართა. ქართული კომპანია  "აიგრუპი"  ჩინურ კორპორაციასთან  „ჩანგანი“ ელექტრომობილების წარმოებას იწყებს. პირველი ქართული ელექტრომობილი მომავალი წლის პირველ ნახევარში უნდა გამოჩნდეს. ადგილზე პირველ ეტაპზე 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა რაოდენობა საბოლოოდ 3 ათასამდე უნდა ავიდეს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა