|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად ჯავახია არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად ჯავახია არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 

მერიის ინფორმაციით, ვინაიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი ძალაში 1 იანვრიდან შედის, ზვიად დაჯახიას ახალ თანამდებობაზე გადაყვანას კონკურსი არ სჭირდებოდა. მათივე ინფორმაციით, ზვიად ჯავახია პოსტზე მერის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

"ამ პოსტზე კონკურსი ვერ ხერხდებოდა და რადგან საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ძალაში პირველი იანვიდან შედის, ამ პოსტზე დანიშვნას კონკურსი არ ჭირდებოდა", -განმარტავენ მერიაში.

 ჯავახია პოსტზე დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში დაინიშნა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა.  მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესმა" წინასწარ გაავრცელა. 

მერიაში ამ დრომდე ვერ ადასტურებენ, მოხდება თუ არა არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დაანონსებული გაყოფა. 

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობას გენადი კუჭუხიძე ასრულებს, რომელიც ჯავახიას მოადგილე იყო. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა