ზვიად შალამბერიძე სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად ბაღდათში მეღვინეებს შეხვდა
ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ადგილობრივ მეღვინეებს ბაღდათში „შატო ვარციხეში“ შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმაზე და მეღვინეებისათვის კი იმ საგრანტო პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის განვითარების სააგენტო და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა კარგად არის განვითარებული, მათ ხელისუფლებისგან მრავალმხრივი ხელშეწყობა და მხარდაჭერა აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ, მიიღონ ტურისტები და საკუთარი ნაწარმის რეალიზება შეძლონ.
მალე, ვარციხის ტურიზმისა და ბიზნეს განვითარების ცენტრში ღვინის ლაბორატორია გაიხსნება, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი ღვინის წარმოებას. ლაბორატორია დასავლეთ საქართველოში პირველი იქნება, რომლის ფუნქციონირება, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მეღვინეების ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ბაღდათის მერი, კახა ენუქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ავტორი: