|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"განცხადებას ვემიჯნები, თუმცა ვუთანაგრძნობთ კოლეგას, როგორც მართლმადიდებელს და შვილების დედას"- ნიკა ჩეჩელაშვილი

ვინ დატოვებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართულო ოცნება- კონსერვატორების" რიგებს, ნიკა ლატარია, თუ ნანა კოსტავა, ფრაქციის სხდომაზე უნდა გადაწყდეს, - აცხადებს ფრაქციის ახალი თავმჯდომარე  ნიკა ჩეჩელაშვილი, რომელმაც ამ პოსტზე თავმჯდომარის მოადგილეობიდან რამდენიმე დღის წინ, ცნობილი მოვლენების შედეგად, გადაინაცვლა.

ჩეჩელაშვილის თქმით, ფრაქციის შეკრებას ვერ ახერხებენ, რადგან ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე კონტაქტზე არ გამოდის.

"ნანას ვერ ვუკავშირდებით, როგორც კი გვიპასუხებს ტელეფონზე, ან გამოვა კონტაქტზე, ჩავნიშნავთ ფრაქციის სხდომას. ფრაქციის სხდომაზე უნდა გადაწყდეს, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ფრაქციიდან ერთი წევრის გასვლაც კი ფრაქციას დაშლის, ამიტომ ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ, დაიშლება ფრაქცია, თუ ახალი წევრი დაგვემატება", - განაცხადა ნიკა ჩეჩელაშვილმა.

 მისი თქმით, ნანა კოსტავას სიძულვილის შემცველ განცხადებას ემიჯნება, თუმცა რადიკალური ზომების მომხრეა არ არის.

 "ვემიჯნები მის განცხადებას, ღმერთმა ყველა ოჯახს აშოროს მსგავსი ტრაგედია, რაც იმ ოჯახს დაემართა... მაგრამ რადიკალურ ზომებს ვერ ვიღებთ,  ვუთანაგრძნობთ კოლეგას, როგორც მორწმუნე მართლმადიდებელს და შვილების დედას, რომ ნერვიულობის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულდეს" - განაცხადა ნიკა ჩეჩელაშვილმა. 

 ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოში 5 ფრაქციაა, ამათგან 4 ფრაქცია უმრავლებობის შემადგენლობაშია - ფრაქცია "ქართული ოცნება",  "ქართული ოცნება -კონსერვატორები",   ფრაქცია  „ქართული ოცნება - მწვანეები“ და  ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები." როგორც ფრაქციის თავმჯდომარის ასევე მოადგილის პოსტი ანაზღაურებადია,  რაც ფრაქციების სიმრავლის მთავარი მიზეზია.

 

ქუთაისის საკრებულოს ფრაქციების შრომის ანაზღაურებაზე 159 371 ლარი დაიხარჯა

 "ან მე დავტოვებ საკრებულოს ფრაქციას, ან ნანა კოსტავა"-ნიკა ლატარია

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა