|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას ქუთაისში?

ჩემთვის მიუღებელია ისეთ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა, რომელთანაც გაერთიანდა ჩვენი მოძრაობა,- ამის შესახებ   "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილმა წარმომადგენელმა სოსო გაბრიჭიძემ განაცხადა. ის  დასავლეთ საქართველოში პარტიის საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობდა.  

როგორც გაბრიჭიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მან  პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავის თანამოაზრეებთან ერთად მიიღო.

"ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, ჩემს რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკური მოძრაობა- სახელმწიფო ხალხისათვის".

"ნიუპრესთან" საუბარში კი პარტიის დატოვების მიზეზები განმარტა: "ჩვენ გვჯეროდა, რომ ეს პარტია არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად მიიღებდა. ასეთ გაერთიანებაში, რომელიც ყოფილი ნაციონალებისაგან შედგება, არ ვაპირებ დარჩენას".

 ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  გაბრიჭიძე პარტიის დატოვებას გეგმავდა, მას შემდეგ  გავრცელდა, რაც  ქუთაისში პარტიას ასევე ყოფილი "ნაციონალი" ამირან ხვადაგიანი ჩაუდგა სათავეში, თუმცა მაშინ გაბრიჭიძემ მაშინ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, დღეს ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა,  რომლის სახელწოდებაა ”პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”. რაც შეეხება ამ გაერთიანებით უკმაყოფილო ადამიანების მიერ პარტიის დატოვების შემთხვევებს, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ვისაც პარტიის დატოვება უნდა, დროულად გადადგან ეს ნაბიჯი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა