|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის თანამშრომელმა განყოფილების უფროსი გაძარცვა

ძარცვის ფაქტი ქუთაისის მერიაში ხუთშაბათს მოხდა. მერიის  სამნეო ნაწილის უფროსის დავით განუგრავას პირადი ანგარიშიდან  500 ლარი მოხსნეს. 

საგამოძიებო სამსახურის ჩარევის შედეგად დანაშაულში ეჭვმიტანილი მისი თანამშრომელი აღმოჩნდა, როგორც გაირკვა, დამლაგებელმა ბარათი პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო, ბანკომატიდან ანგარიშზე არსებული თანხა სრულად მოხსნა. ეჭვმიტანილი ასაკოვანი ქალია, რომელსაც, როგორც ცნობილია, თანხა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა. 

ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს  ჯარიმას,  ან თავისუფლების აღკვეთას1-დან 3 წლამდე. 

 

ამ თემაზე:  "ვენდობოდი და ბარათის კოდიც, შესაძლოა, მე ვუთხარი"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა