|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერია სასამართლოს განაჩენის აღსრულებას განზრახ აჭიანურებს"

დაუბრუნდება თუ არა  ააიპი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი უფროსი სოსო გაბრიჭიძე თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია. მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. სოსო გაბრიჭიძის განცხადებით, მისთვის უცნობია რა შიდა მოკვლევებზე საუბრობს ადგილობრივი თვითმმართველობა, როცა სასამართლომ  მისი სამსახურში აღდგენის განაჩენი გამოიტანა. მას მიაჩნია, რომ ვიღაც დაინტერესებულია მისი სამსახურში არ დაბრუნებით.

"ჩემთვის უცნობია, რა მოკვლევებზე საუბრობენ თვითმართველობაში, სულ რაღაც 3 თვე ვიმუშავე აღნიშნულ თანამდებობაზე. მიმაჩნია, რომ მერია  სასამართლოს განაჩენის აღსრულებას განზრახ აჭიანურებს, როგორც ჩანს, ვიღაცას  არ უნდა  ამ საქმეში ჩემი დაბრუნება",-განაცხადა გაბრიჭიძემ.

შეგახსენებთ, გაბრიჭიძე 2015 წლის 01 ივნისს, ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან სასამართლოში იჩივლა.  2015 წლის 12 ოქტომბერს მან პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი მოიგო. მოსარჩელის ინტერესებს „საიას“ იურისტი, ზაალ გიორგაძე იცავდა.  ქალაქის მერმა გაბრიჭიძის განთავისუფლების მიზეზად არადამაკმაყოფილებელი მუშაობა დაასახელა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა